logo
ENG



კასპში, ოცნების მხარდამჭერებმა ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს

30 ივნ 202315:13
3 წუთის საკითხავი
 

კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

ხაბეიშვილი ადგილობრივებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ხვდებოდა, რა დროსაც ადგილზე მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ასევე აიპების თანამშრომლები მივიდნენ.

ოცნების მხარდამჭერები ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილის შენობიდან გამოსვლას, აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიით გამოირჩეოდნენ.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ქართული ოცნების მხარდამჭერები.

"ნაწილი აიპებიდან არიან და ნაწილი უბრალოდ მხარდამჭერები. ალყაში ვყავართ მოქცეული. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა ადგილზე მოვიდა მხოლოდ 2 ადამიანი და რეაგირება არ აქვთ", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი.

ფაქტს თავად ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მას ყველა რეგიონში დაჰყვებიან და მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ. 

"კასპში, სახლში, ვხვდებოდი მოქალაქეებს, ლამის ეზოში შემოცვივდნენ და იგინებიან, ილანძღებიან, ეს ცხადია, არის ორგანიზებული. სადაც წავალ მომყვებიან - კასპი იქნება თუ გარდაბანი იქნება, თუ სხვა რაიონი, დამყვებიან ეს ქოცმაცუნები და ჰგონიათ, რომ ამით რამე საქმეს აკეთებენ.

10 მეტრში ქართული ოცნების საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, ხალხზე, რომ უნდა იზრუნონ და მოქალაქეებზე, ათასობით ლარს ხელფასს, რომ იღებენ, დგანან აქ და ხაბეიშვილი როდის გამოვა, შევჭამოთო იძახიან. უკაცრავად, მაგრამ აქედან მინდა ვუთხრა, ფეხები არავის მოჭამოთ. არავის თქვენი არ ეშინია, ცოტა არ იყოს და მაინცდამაინც მყარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. ამათი კამპანია არის, რომ აი, რაღაცა დაშინება, დაჩმორება ჩვენი, არ გამოვა, ვერ დაგვაჩმორებენ და რა ვქნა", - აღნიშნა ხაბეიშვილმა. 

მანამდე, 27 ივნისს, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ გარდაბანში ვიზიტის დროს მანქანის საბურავები დაუჭრეს

 


close დახურვა