logo
ENG



კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

16 იან 202123:26
3 წუთის საკითხავი
 
კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებულის, გიორგი მენაბდიშვილის სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და დუმილის უფლებას იყენებს. 

ბრალდებული შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფმა ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას არანაირ ინფორმაციას არ აწვდის, დუმილის უფლებას იყენებს, ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაზე აცხადებს უარს და დაცვაზეც კი. ძალიან აღელვებულ მდგომარეობაშია", - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კასპში სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა დააკავეს თავდამსხმელი, რომელსაც ერთ-ერთ საწარმოში 2 მძევალი ყავდა აყვანილი. დაკავებული შეიარაღებული იყო, მას სანადირო თოფი ჰქონდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მაოდგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. 

მისი თქმით, დაკავებულმა შსს-ს რამდენიმე დღის წინ განცხადებით მიმართა. განცხადებაში ის წერდა, რომ მას ემუქრებოდნენ. 


close დახურვა