კაფე ცისკარი დღეს 19:00 საათამდე იმუშავებს, თანამშრომლები პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას უერთდებიან.
"მეგობრებო, დღეს რესტორანი იმუშავებს 19:00 საათამდე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს! სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ გადავინაცვლებთ რუსთაველის გამზირისკენ. ხვალიდან, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშობას", - ნათქვამია განცხადებაში.
აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.