აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში კაცს, რომელიც პენსიებს არიგებდა, თავს დაესხნენ და სცემეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.
როგორც ფორმულას შუახევის საავადმყოფოში განუცხადეს, დაზარალებული ამჟამად შუახევის საავადმყოფოშია მოთავსებული.
"დაშავებული მამაკაცი 112-ის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში. აღენიშნებოდა ნაკაწრები. მოტეხილობები არ ჰქონდა. ჩვენი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა შუახევის საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დეტალების გარკვევას ცდილობს.