logo
ENG



კაცს, რომელმაც ავტობუსში არასრულწლოვანი შვილების წინ ცოლი მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

17 თებ 202310:45
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მებონია სასჯელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში მოიხდის და იქ გამოჯანმრთელებამდე დარჩება. 

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

როინ მებონიამ რამდენიმე თვის წინ, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. შედეგად სოფო კვარაცხელია ადგილზე გარდაიცვალა. მოკლული ქალის დედა ბრალდებულის უვადო პატიმრობას ითხოვდა. 

 


close დახურვა