logo
ENG



კახა კალაძე: მამუკა ხაზარაძე თავის წამოწყებულ შავ კამპანიაში აიხლართა

26 ოქტ 201911:36
3 წუთის საკითხავი
 
g8rfhojvt5uwwx9.jpg

"პროგრეს ბანკთან" დაკავშირებულ ბრალდებებს კახი კალაძე კიდევ ერთხელ პასუხობს და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

კალაძის ინფორმაციით, ტყუილია მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია "პროგრეს ბანკის" აუდიტორულ დასკვნასთან დაკავშირებით.

"ჩვენ თუ გადავხედავთ მის განცხადებებს, რა იყო და რაზე საუბრობდნენ, დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა, პირდაპირ  შეიძლება ითქვას, რომ აიხლართა თავის წამოწყებულ ამ შავ კამპანიაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და ჩემს წინააღმდეგ იყო დაწყებული. თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ არსებობდა ასეთი აუდიტორიული დასკვნა, რომელიც საერთაშორისო კომპანიამ გააკეთა და თავიდანვე განვუცხადე, რომ ეს იყო სიცრუე. მაშინ ასეთი საერთოდ არ ყოფილა, რომ აუდიტორიული შემოწმება განხორციელებულიყო. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ თუ არსებობს ასეთი დოკუმენტაცია, წარმოადგინონ ან  წარუდგინონ ეროვნულ ბანკს  თუმცა, როგორც გაირკვა "თიბისი" ბანკის ერთ-ერთმა მოადგილემ განაცხადა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს რეალობაში. ერთადერთი კვლევა რაზეც ჩატარდა, ეს იყო აქტივების შემოწმება და ფასის დადგენა, რამდენად შეესაბამებოდა იმ თანხას, რაც მათ უნდა გადაეხადათ. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო გაკეთებული," - განაცხადა კახა კალაძემ.


close დახურვა