პირველი ტურის მსგავსად, კახა კალაძე იმედის ეგზიტპოლიზე დაყრდნობით ისევ ზეიმობს გამარჯვებას.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, გორბის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, კახა კალაძემ ხმების 57.2% მიიღო, ნიკა მელიამ - 42.8%
"ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. და არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ღირსეული გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან, სიმშვიდესთან და განვითარებასთან დაკავშირებით". - თქვა კახა კალაძემ.
პირველ ტურში ტელეკომპანია იმედის ეგზიტპოლით, კახა კალაძეს 57.2%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, ნიკა მელიას - 42.8%, თუმცა, საბოლოოდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი და საჭირო გახდა მეორე ტური.
დღეს, იმედის გარდა, ეგზიტპოლი ჩაატარა მთავარმა არხმაც, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძემ ხმების 49% მიიღო, ნიკა მელიამ - 51%.
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.