logo
ENG



კახა კოჟორიძე: რუსთავი 2-ის 60% წილს ყადაღა დაედო

31 იან 202015:11
3 წუთის საკითხავი
 
55a6f7vmae776s1.jpg

რუსთავი 2-ის  საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია ამის შესახებ ინფორმაციას ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი ავრცელებს. კახა კოჟორიძის თქმით, რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა დაედო.

ასევე კოჟორაძის განცხადებით, სასამართლომ 2 კვირის წინ გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნული საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა დაედო, თუმცა 2 დღის წინ სარჩელი წარმოებაში ისევ იქნა მიღებული.

კოჟორიძის Facebook სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავი 2-ის საქმეზე ინფორმაცია: ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია მიღებული და რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება! 

პ.ს. 2 კვირის წინ სასამართლომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-ის საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა გაუქმდა. მაგრამ 2 დღის წინ სარჩელი რომ წარმოებაში იქნა მიღებული და ყადაღა ისევ დაედო, სპეციალურად დაველოდე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი თქვა. როგორც ჩანს, სასამართლომ მხოლოდ განუხილველად დატოვება მიიჩნია საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციად“-წერს კახა კოჟორიძე.

 


close დახურვა