logo
ENG



კახა კუკავა კენჭს ვაკეში იყრის

13 სექ 202023:01
3 წუთის საკითხავი
 
კახა კუკავა კენჭს ვაკეში იყრის

პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭს ვაკეში იყრის. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პარტია კანდიდატების დაყენებას 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში აპირებს.

ვაკის რაიონში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძეა, ოპოზიციის ნაწილის - ელენე ხოშტარია, პარტია ლელოს - ლევან კობერიძე, პატრიოტთა ალიანსის - ნანა დევდარიანი. მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატია საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ბიძინა გეგიძე. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა