კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგ წავიდა.
კუჭავამ ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა, რომელმაც პოსტიდან წასვლის შესახებ 24 აპრილს განაცხადა და ვიცე სპიკერის პოსტზე გადაინაცვლა.
კახა კუჭავა ქართული ოცნების წევრია 2016 წლიდან. ის არის IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი. 2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას.