logo
ENG



კახა წიქარიშვილი: მათ ძალიან ბევრი ბინძური საქმე აკავშირებთ ერთმანეთთან

09 დეკ 201922:54
3 წუთის საკითხავი
 
2dlrryig2tq2v45.jpg

კახა წიქარიშვილის განცხადებით, სასამართლო თავად ახდენს ზეწოლას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ეს იმის შედეგია, რომ სასამართლოსა და ხელისუფლებას ერთად ბევრი ბინძური საქმე აქვს გაკეთებული და ამით, შესაძლოა, ზეწოლასაც ახდენდნენ. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარემ განაცხადა, მურუსიძემ ბიძინა ივანიშვილიც კი მოატყუა. 

„პარადოქსი გვაქვს ქვეყანაში: თუ ადრე სასამართლო იყო ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, ახლა ხელისუფლებაა სასამართლოს ზეწოლის ქვეშ. ცოტა კურიოზულია, მაგრამ მაინც. თქვენ თუ დააკვირდით, ბიძინა ივანიშვილი აგერ აპრილში თუ მაისში როგორ საუბრობდა გირგვლიანის საქმეზე, ის საუბრობდა სიტყვა-სიტყვით მურუსიძის დაწერილი ტექსტით. ჩვენ შევისწავლეთ ეს საქმე და დავამტკიცეთ, რომ თურმე მურუსიძე იტყუება. მან ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა შეცდომაში და ალაპარაკა თავისი ტექსტებით. ძალიან მარტივია: მათ ერთმანეთთან უკვე ბევრი ბინძური საქმე აკავშირებთ. შეიძლება ეს გარიგებაცაა, მაგრამ შეიძლება ზეწოლის ბერკეტიც იყოს", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში არსებულ 20-კაციან სიას საკანონმდებლო ორგანო 14 დეკემბერს უყრის კენჭს.


close დახურვა