ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობა მთავრობის რანგში მინისტრისას უთანაბრდება. ამით მან ჟურალისტების კითხვებს უპასუხა, დაქვეითება ხომ არ არის თეა წულუკიანისთვის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობა.
"ქალბატონი თეა წულუკიანი ალბათ ერთადერთი მინისტრია, რომელიც 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას. მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი. პარლამენტში იგი დაიკავებს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. კომიტეტის თავმჯდომარეობა არის ძალიან მაღალი თანამდებობა.
თავისი რანგით შეიძლება ითქვას, რომ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უთანაბრდება მინისტრის თანამდებობას", - განმარტავს კახიანი.
გუშინ, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს წარადგენენ. იგი ბოლო 8 წლის განმავლობაში, ქართული ოცნების მმართველობის დროს ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო.