"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ეხმაურება. დეპუტატი აცხადებს, რომ შეწყალების აქტი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამასთან, კახიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეიდენტი ყველაზე საშიშ პატიმრებს იწყალებს.
"შეწყალება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ასე რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი როგორ იყენებს ამას, საზოგადოებამ ეს კარგად ნახა. ძირითადად მკვლელების შესაწყალებლად და ათასობით პატიმრიდან, იწყალებს ყველაზე საშიშ პირებს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.