logo
ENG



კეზერაშვილის საქმე - დროება

20 ნოე 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

2014 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის საქმეში პირადად იყო ჩართული. კეზერაშვილის დევნის პირადი ინტერესი მას არ დაუმალავს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო კეზერაშვილის გაშავების კამპანია და შემდეგ მის მიმართ რამდენიმე საქმე აღიძრა, თუმცა ოლიგარქს დაქვემდებარებულ სასამართლოშიც კი კეზერაშვილს ვერაფერი დაუმტკიცეს და ვერც მის ექსტრადირებას მიაღწიეს, ევროპიდან ივანიშვილს შემოუთვალეს, პოლიტიკურად დევნილ ყოფილ მინისტს არ გადმოგცემთო. პოლიტიკური მართლმსაჯულება ყველაზე აქტიურ ფაზაში ფორმულას დაფუძნების შემდეგ შევიდა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, რომელიც იმ დროისთვის მთავარი პროკურორი იყო უზენაეს სასამართლოში გაამწესეს და ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი შეაცვლევინეს. ამ სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე კი ახალი სამოქალაქო საქმე დაიწყეს, რისი ბოლოც ოლიგარქის გეგმის მიხედვით, ფორმულას დაყადაღება და გასხვისება უნდა იყოს. ამის წინაპირობას კი ივანიშვილი და მისი მარიონეტები უკვე წლებია ამზადებენ ფორმულას დამფუძნებელსა თუ თანამშრომლებზე სიტყვიერი თავდასხმებითა და შავი პიარით. ქართული ოცნების პროპაგანდის მთავარი მესიჯბოქსია, თუ როგორ გაძარცვა ჯარი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამ მსჯელობაში კი გამოგონილ საქმეზე შალვა თადუმაძის მიერ გამოტანილ განაჩენს იშველიებენ. სინამდვილეში საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები სრულიად საწინააღმდეგოზე მიუთითებს. კონკრეტული ჩვენებები და ფაქტები, რომელიც როგორც ოცნების პროპაგანდას, ისე თადუმაძის განაჩენს აბათილებს. ვისაც კეზერაშვილის საქმის ნამდვილი შინაარსი გაინტერესებთ, ნახეთ დროების სიუჟეტი.

 


close დახურვა