logo
ENG



კეკელიძის ოფიციალური გვერდის ანგარიში გატეხილია - წაშლილია არქივის ნაწილი

16 ივლ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 
pox9fqtc7f4e8la.jpg

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური გვერდის ანგარიში გატეხილია. წაშლილია არქივის დიდი ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაცია კეკელიძის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გვერდი გატეხილია რუსულდასახელებიანი ექაუნთით - ოლგა ჰამერ დურაკოვა.

„გიორგი კეკელიძის ოფიციალური გვერდის ანგარიში გატეხილია. წაშლილია არქივის დიდი ნაწილი. შეცვლილია სახელი (ერქვა ქართულ-ლათინურად, დატოვებულია ლათინურად). გვერდზე წვდომა (მისი მფლობელის სტატუსით) უკვე აქვთ სხვა ქვეყნიდან. შემორჩენელია ერთადერთი ქართველი ადმინისტრატორი, რომელიც რატომღაც ვერ წაშალეს და სწორედ მისი მეშვეობით ვავრცელებთ ამ განცხადებას. გვერდი გატეხილია რუსულდასახელებიანი ექაუნთით - ოლგა ჰამერ დურაკოვა. განაცხადი შეტანილია ფეისბუკ-ადმინისტრაციაში და შსს კიბერუსაფრთხოების სამსახურში. პოსტს განთავსებიდან მცირე ხანში შლიან“, - წერია განცხადებაში.


close დახურვა