logo
ENG



კელი დეგნანმა რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა

07 ივლ 202017:36
3 წუთის საკითხავი
clock 356

,,გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ",- ეს განცხადება, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში გააკეთა.

კელი დეგნანმა რუსეთი ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდა.

სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობა დაიწყო. საწარმოს შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაუშვეს, რომლის ცერემონიალსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


close დახურვა