logo
ENG



კელი საქართველოში რუსულ კომპანიებზე: შანსი, რომელიმე არიდებდეს სანქციებს თავს, 100%-ია

25 ივლ 202321:34
3 წუთის საკითხავი
 
კელი საქართველოში რუსულ კომპანიებზე: შანსი, რომელიმე არიდებდეს სანქციებს თავს, 100%-ია

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

იან კელის თქმით, შანსი იმისა, რომ რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის, სულ მცირე, ერთ-ერთი მაინც არიდებდეს სანქციებს თავს, პრაქტიკულად 100%-ია.

"შანსი იმისა, რომ ამ რუსულ კომპანიებს შორის, სულ მცირე, ერთ-ერთი მაინც არიდებდეს სანქციებს თავს და/ან არის ნებაყოფლობითი თუ უნებლიე ფრონტი დაზვერვისა, ან სხვა მავნებელი ოპერაციებისთვის? - პრაქტიკულად 100%-ია. საქართველო თავის თავს მოწყვლადს ხდის უსაფრთხოების რისკების და/ან საერთაშორისო სამართლებრივი საფრთხის წინაშე", - წერს იან კელი Twitter-ზე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს.

მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის მარტი) რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს. ეს მონაცემები გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 7788-ს შეადგენს.


close დახურვა