logo
ENG



კერძო ინტერესები, გამოძიებისთვის ხელშეშლა - HRC ხორავას ქუჩის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

23 ივნ 202008:02
3 წუთის საკითხავი
 

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი“ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ძირითადი აქცენტი იმ პირთა გამოვლენის აუცილებლობას შეეხება, რომელთა ჩადენილმა დანაშაულებმა  საქმის მტკიცებულებების განადგურება ან დაზიანება გამოიწვია.

ანგარიშის ავტორი, ლაზარე ჯიბლაძე აცხადებს, რომ საქმეში თანამდებობის პირთა მხრიდან გამოძიებისთვის ხელშეშლა და პირადი ინტერესების გამოვლენა გამოაშკარავდა, რომელიც ჯერ კიდევ გამოუძიებელია. 

„ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრისთვისაა უმნიშვნელოვანესია, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის იმიტომ, რომ საქმეში ისეთი დეტალები იკვეთებოდა, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელშეშლა, კერძო ინტერესების არსებობა. წლების განმავლობაში ბრძოლით იმას მივაღწიეთ, რომ გარკვეულწილად მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ საზარელ მკვლელობაში. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმეს უამრავი გამოუძებელი დეტალი აქვს, მათ შორის თანამდებობის პირთა ჩადენილ დანაშაულებათა კონტექსტში“, - განაცხადა ჯიბლაძემ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. 


close დახურვა