დანით მიყენებული 28 ჭრილობა - 37 წლის ქალი მისმა მეგობარმა კაცმა მოკლა. ცხედარი სახლში დატოვა და მიიმალა. კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას ცდილობდა. რა გახდა შემზარავი მკვლელობის მიზეზი და რატომ გაუსწორდა ქალს პარტნიორი ასე სასტიკად, ამ კითხვებს ნაწილობრივ პასუხს სცემს ის აუდიო ჩანაწერები, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა. ირკვევა რომ კესარია აბრამიძეზე - ბექა ჯაიანი ძალადობდა, მასზე ზემოქმედებდა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. კესარია აუდიო შეტყობინებაში, რომელსაც მეგობარს უგზავნის - უყვება რომ ტოქსიკური ურთიერთობისგან თავის დაღწევას ცდილობს და ჯაიანთან შერიგებას აღარ აპირებს. მათ შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად - ბექა ჯაიანის საქმიანობა - ტიტუშკობა იკვეთება. ერთ-ერთ შეტყობინებაში კესარია მეგობარს უყვება, რომ მისი შეყვარებული იმ დამრბევებს შორის ამოიცნო, რომლებსაც ქართული ოცნების ძალადობრივი პოლიტიკური ძალა, შურისძიებისთვის და ახალგაზრდების საცემად იყენებს.
კესარია აბრამიძის მკვლელობა - შაბათის ფორმულა
21 სექ 202420:02
3 წუთის საკითხავი