logo
ENG



კვარა - ვერასდროს გააჩერებ - დროება

07 მაი 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

ის უკვე ჩემპიონია - ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა 10 თვის წინ, რომ ერთი ქართველი ბიჭი, ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლეგენდარული ნაპოლის ლიდერი და იტალიის ჩემპიონი გახდებოდა. კვარა, კვარადონა, კვარავაჯო - ის უკვე იტალიის ფეხბურთის ისტორიის ნაწილია და რაც მთავარია 30-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის საფეხბურთო ოლიმპოს მწვერვალზე მარადონას გუნდის დაბრუნების უმთავრესი ფიგურაა. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა და ამით იტალიის ჩემპიონატის რეკორდიც დაამყარა - ერთ სეზონში სამჯერ თვის საუკეთესოდ აქამდე არავინ დაუსახელებიათ. უკვე არაერთი თვეა ქართველი გულშემატკივარი ნეაპოლელ გულშემატკივართან ერთად კვარას გოლის გატანის სიხარულით ცხოვრობს. "მე მისი მეორე მეტსახელიც ძალიან მომწონს - კვარავაჯო - ის მართლაც ხატავს, მოედანი მისთვის ტილოა, ბურთი კი ფუნჯი... კვარა არაპროგნოზირებადია და ასეთად დარჩება, ბოლომდე ვერასდროს გააჩერებ, ვერასდროს" - ეს ცნობილი ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტის კარლო ალვინოს სიტყვებია და ამ შეფასებით ალბათ ყველაფერია ნათქვამი ხვიჩა კვარაცხელიაზე.


close დახურვა