ქართული ოცნება საზოგადოებაში ახალი განხეთქილების შემოტანას ცდილობს. და ეს, არც მეტ არც ნაკლები, ყველასათვის საყვარელი ხვიჩა კვარაცხელიაა. მმართველი პარტია ოპონენტებს ცილს სწამებს, თითქოს ვინმეს კვარაცხელიას წარმატება არ უხაროდეს და უფრო მეტიც, თითქოს მას ერჩოდნენ. არაფრისგან ხელოვნურად თემის შექმნა, ეს ოცნების პოლიტიკის ნაწილადაა ქცეული, მაგრამ სამწუხაროდ ამ თემის არცერთი სპეკულანტი არ უფიქრდება იმას, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ასეთმა ბინძურმა კამპანიამ, თავად ახალგაზრდა 21 წლის ბიჭის ფსიქოლოგიაზე, მის კარიერაზე.
კვარაცხელიას ამოფარებული ოცნება - დროება
11 სექ 202220:58
3 წუთის საკითხავი