საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები ღამის 23:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. შეზღუდვები იმოქმედებს 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე.
"იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად ღამის 12 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება ფესტივალების, მასობრივ ღონისძიებების, კონცერტებსა და სპორტულ შეჯიბრებს.