logo
ENG



კვლევა: რა ფაქტორები უშლიან ხელს საქართველოში მეტად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას

20 ივნ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ საქართველოში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას ამომრჩევლის მოსყიდვა უშლის ხელს.

კითხვაზე, საქართველოში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებას რა ფაქტორები უშლიან ხელს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ამომრჩეველთა მოსყიდვა - 53%
  • კრიმინალების ჩართვა - 35%
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - 29%
  • ცესკოს დამოკიდებულება მმართველ პარტიაზე - 28%
  • სუს-ის მიერ ამომრჩევლის დაშინება - 27%
  • არათანაბარი გარემო პოლიტიკური კამპანიის წარმოებისთვის - 27%
  • ხელისუფლების მხრიდან მედიის კონტროლი - 25%
  • არჩევნების პროცესში დამოუკიდებელი დამკვირვებლების მცირე რაოდენობა - 18%
  • არცერთი - 19%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.


close დახურვა