რუსეთმა ირანსა და სირიას გადაუსწრო მათზე დაკისრებული სანქციების რაოდენობით. მონაცემებს სანქციების მონიტორინგის შესახებ ვებგვერდი Castellum.ai ავრცელებს.
მათივე დათვლით, უკრაინაში ომის დაწყებამდე, 22 თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული იყო 2754 სანქცია.
შეჭრის შემდგომ დღეებში რუსეთის მიმართ დაწესდა კიდევ 2778 სანქცია, რამაც მთლიანი რაოდენობა 5532-მდე გაზარდა და გადააჭარბა ირანის 3616 სანქციას.
მონაცემების თანახმად, სანქციების 21% აშშ-მ დააწესა, რასაც მოჰყვება დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ერთობლივი ჯამი - 18%.