Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2024 წლის არჩევნები ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რაც კი საქართველოს ჰქონია. ამ დებულებას ნაწილობრივ ეთანხმება 26%.
კითხვაზე, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით: მომავალ წელს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რაც საქართველოს ჰქონია", პასუხები ასე გადანაწილდა:
- სრულიად ვეთანხმები - 50%
- ნაწილობრივ ვეთანხმები - 26%
- ნეიტრალური - 12%
- ნაწილობრივ არ ვეთანხმები - 6%
- სრულიად არ ვეთანხმები - 6%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.