logo
ENG



კიევ-პეჩერი საეკლესიო ფრონტი - დროება

22 იან 202320:14
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ომი რუსეთის ეკლესიასთან. უფრო სწორედ მანიაკური რუსული პოლიტიკური ამბიციების მკვებავ ინსტიტუტთან. როგორ ცდილობს კიევი მოსკოვის პატრიარქატის გავლენისგან განთავისუფლებას. ქალაქში, სადაც კიევის რუსეთი მოინათლა, უახლეს ისტორიაში მეორედ, ქვეყნის მთავარ კიევ-პეჩერის ლავრაში წირვა-ლოცვას უკრაინულად აღავლენენ. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური უკრაინული სუვერენიტეტის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ მასთან გასაუბრება მოახერხა დროების გადამღებმა ჯგუფმა ცერემონიის შემდეგ.


close დახურვა