logo
ENG



კიევის მთავრობა გეგმავს, რუსეთთან და ბელარუსთან დაკავშირებულ ქუჩებს სახელები გადაარქვას

25 აპრ 202217:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/25/tku6mv88vhamsbd.png

უკრაინის დედაქალაქის მთავრობა გეგმავს, რუსეთთან და ბელარუსთან დაკავშირებულ ქუჩებს სახელი გადაარქვას. კიევის მთავრობა, ასევე, აპირებს, აიღოს ყველა ძეგლი და მემორიალი, რომელიც რუსეთთან და საბჭოთა კავშირთანაა დაკავშირებული.

კიევის საკრებულოს მდივანი ვოლოდიმირ ბონდარენკო ამბობს, რომ ამ დროისთვის იდენტიფიცრებულია 279 ობიექტი, რომელსაც სახელს შეუცვლიან. მისივე თქმით, აგრძელებენ მუშაობას, რათა სახელი აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებულ ყველა ქუჩას თუ მოედანს შეუცვალონ.


close დახურვა