logo
ENG



კიევის პეჩერის ლავრაში კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

14 აპრ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 
eiig0q3702xy372.jpg

კიევის პეჩერის ლავრაში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე მეორე ადამიანი ემსხვერპლა. 74 წლის ბერის შემდეგ, ინფექციის შედეგად კიდევ ერთი ბერი გარდაიცვალა.

სამონასტრო კომპლექსში ვირუსის 100-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ლავრის ტერიტორია ამ დროისთვის დაკეტილია და ყველა შესასვლელი სამართალდამცველებსა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს აქვთ დაბლოკილი.

უკრაინის ხელისუფლებამ კომპლექსში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე ექიმების ჯგუფი და მობილური რენტგენის აპარატები გაგზავნა. მონასტრის წინამძღოლი, რომელიც ტაძრის დახურვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, აღიარებს, რომ თავდაპირველად საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასა. 


close დახურვა