logo
ENG



კიევის პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული ბერი გარდაიცვალა

13 აპრ 202010:50
3 წუთის საკითხავი
 

კიევის პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული ბერი გარდაიცვალა. საავადმყოფოში ასევე გადაყვანილი სამონასტრო კომპლექსის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე კვირაა ცნობილ ლავრაში კარანტინია გამოცხადებული. მიზეზი სასულიერო პირებს შორის გავრცელებული კორონავირუსია. ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ი , 30 სასულიერო პირს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, პეჩერის ლავრის წინამძღოლი, სამონასტრო კომპლექსის უსაფრთხოების მიზნით დახურვის წინააღმდეგ გამოვიდა. ინფიცირების პირველი შემთხვევები მონასტერში 4 აპრილს გამოვლინდა. 


close დახურვა