logo
ENG



კიევის პოლიცია: ოკუპანტებმა 2 ახალგაზრდა ჯერ ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს

05 მაი 202217:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/jlrc42nl4uorcqr.jpg

კიევის ოლქის პოლიციამ 2 კაცის ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ჩაცხრილეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცხედრები კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონში იპოვეს.

"25 თებერვალს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომლითაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდებოდა. თუმცა ოკუპანტებმა ეს არ იკმარეს, და მანქანას ტანკით გადაუარეს. დაღუპულები 22 და 23 წლის იყვნენ და მათი ვინაობა დადგენილია", - წერია პოლიციის განცხადებაში.


close დახურვა