ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
"არსებობს განმეორებითი დაბომბვის საფრთხე." - თქვა კულებამ.
კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ქალაქის ზოგიერთ რაიონში გამორთულია ელექტროენერგია, შეუწყდა წყალმომარაგება.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია ლვივისა და ვინიცას რაიონებში აფეთქებების შესახებ.
ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ცაში სულ მცირე 9 T-95 ბომბდამშენი გაუშვა. მარიუპოლის მახლობლად ავიაციამ სულ მცირე 5 რაკეტა გაუშვა. კიმმა ასევე განაცხადა, რომ რაკეტები სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან დაფრინავენ. მუშაობს საჰაერო თავდაცვა.
ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქვოლნიანსკში ღამის დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება განადგურდა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, დაიღუპა ჩვილი.