შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა კიევში. უკრაინის დედაქალაქში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპირება, რომელშიც 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, დღის საათებში, საცხოვრებელ უბანში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე თითქმის 50-ჯერ გაისროლეს. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 20 ეჭვმიტანილი დააკავეს.
დაპირისპირების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.