logo
ENG



კიევში პირველი იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

30 დეკ 202317:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/zvsqufi4ozqmrer.jpg

უკრაინის დედაქალაქში, კიევში პირველი იანვარი გლოვის დრედ გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ის საშუალებით ავრცელებს.

29 დეკემბერს ოკუპანტებმა კიევზე კამიკაძე-დრონებითა და სხვადასხვა სახის რაკეტებით იერიში მიიტანეს. შეტევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, წინა თავდასხმებთან შედარებით, ამ იერიშს კიევში მშვიდობიანი მოსახლეობაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა.

ამ დრომდე მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები.


close დახურვა