კიევში 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი მოხვდა, ნაწილობრივ დაზიანდა გვერდით მდგარი 9-სართულიანი შენობაც. დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში დაბომბვა ადგილობრივი დროით 06:16 მოხდა.
მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ოდესაში. გვიან ღამით დაიბომბა მარიუპოლიც. განგაშის სიგნალები ისმოდა უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში.