logo
ENG



კილაძე:ოპოზიციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში რევოლუცია აწყობთ

18 ივნ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

„ოპოზიციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილად აწყობთ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარება“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კილაძის შეფასებით, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და სწორედ ამიტომ ერთადერთ გზად, რევოლუციას ხედავენ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი საქმიანობით, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, დაამტკიცა არაერთხელ, რომ ნამდვილად აწყობთ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარება. ისინი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად ხედავენ სწორედ რევოლუციას. არჩევნებში მათ შანსი არ აქვთ გამარჯვების. მე გამიჭირდება ვინმეზე ხელის დადება, რომ ბატონი გაბუნიას სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის  საქმეში რაიმე ფორმით ვინმე არის დამნაშავე მანამ, სანამ არ იქნება კონკრეტული მტკიცებულებები“, - აღნიშნა კილაძემ.

ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს მათი საერთო სულისკვეთებაა, ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმე. მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ დანაშაულზე უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, ეს ხელს მხოლოდ ოპოზიციას აძევდა. 

კობახიძის განცხადებას დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ აღნიშნეს, რომ ხელისუფლება, ნაცვლად ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მკაცრი ნაბიჯების გადადგმისა, ოპონენტებს ესხმის თავს და ამით მტერს ეხმარება.


close დახურვა