ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას „სი-ენ-ენი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენს ინს გულის ოპერაცია 12 აპრილს გაუკეთდა. მიზეზად თამბაქოს ხშირი მოხმარება და ჭარბი წონა სახელდება. როგორც უცხოური პრესა წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 15 აპრილს ბაბუის იუბილეს არ დასწრებია.
კიმ ჩენ ინი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია
21 აპრ 202011:11
3 წუთის საკითხავი