ჩრდილო კორეის ლიდერმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად პეკტუსანის მწვერვალი თეთრი ცხენით დალაშქრა. კიმ ჩენ ინის მოგზაურობის ამსახველი ფოტოები ფხენიანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. მის კომენტარში ნათქვამია, რომ წმინდა მთაზე ქვეყნის ლიდერის ასვლა მოსახლეობაში რევოლუციური სულისკვეთების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
დღესვე კიმ ჩენ ინი მმართველი პარტიის ლიდერებს შეხვდება და საერთაშორისო გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესახებ გამოაცხადებს.