ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს".
ეს კომენტარი კინზინგერმა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის CNN-თან ინტერვიუს შესახებ გააკეთა. ამ ინტერვიუში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ჟურნალისტის კითხვას კობახიძემ ყალბი უწოდა და განაცხადა, რომ "კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული".
CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა რამდენიმე დღით ადრე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.
"ქართული ოცნება უკვე აღარც მალავს რუსეთისადმი თავის სიყვარულს. ძალიან სევდიანია." - წერს კინზინგერი ტვიტერზე.
Georgia Dream is not even hiding anymore their love for Russia. Very sad. https://t.co/mjvPdluhd9