logo
ENG



კინოაკადემიამ იმ ფილმის ჩვენებები გააუქმა, რომელიც ივანიშვილის პარკში ხეების გადატანაზეა

28 აპრ 202213:39
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში აცხადებს, რომ, საქართველოს კინოაკადემიამ მისი ფილმის "მოთვინიერება" ჩვენებები გააუქმა.

დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ასახავს საქართველოს სანაპირო ზოლიდან მასიური და უძველესი ხეების მდიდარი და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, კერძო ბაღში გადატანის პროცესს.

ჯაში აცხადებს, რომ კინოაკადემიამ დღევანდლის გარდა ყველა სეანსი გააუქმა, რის მიზეზადაც კინოაკადემიის დირექტორმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, "რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".

რეჟისორი აცხადებს, რომ ეძებს სივრცეს, სადაც შეძლებს ფილმის ჩვენებების გაგრძელებას.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი.

 

close დახურვა