logo
ENG



კირბი: ბოლო 72 საათში უკრაინელებმა ზაპოროჟიეს სამხრეთით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

02 სექ 202311:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/02/db1z36lcdkzhk3q.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ბოლო 72 საათში უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

"ბოლო 72 საათის განმავლობაში უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ კი ზაპოროჟის ოლქში. მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგ", - ამბობს კირბი.

კვირის დასაწყისში, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელი რობოტინო გაათავისუფლეს. მოგვიანებით, არსებული ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა რობოტინო სრულად გაათავისუფლეს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტის მიმართულებით 44 კვადრატული კილომეტრი აქვთ გათავისუფლებული.


close დახურვა