logo
ENG



კირბი: უკრაინელები ეფექტურად და გონივრულად იბრძვიან, ისინი წარმატებას მიაღწევენ

14 ოქტ 202313:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/vnzhzl805j4po3b.jpg

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით,  უკრაინელები ეფექტურად და გონივრულად იბრძვიან. მისი თქმით, ისინი წარმატებას მიაღწევენ.

"რუსეთის ხელისუფლება არ ითვალისწინებს საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლეს და ნებაყოფლობით სწირავს მათ მიზნების მისაღწევად. უკრაინა, პირიქით, ეფექტურად და გონივრულად იბრძვის.

უკრაინელები ბევრს მუშაობენ შეტევითი მანევრების მოსაგერიებლად. ისინი წარმატებას მიაღწევენ. რუსული შენაერთების პროგრესი, იქაც კი, სადაც ის არსებობს, ძალიან მწირია", - ამბობს კირბი.

ამასთან, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.


close დახურვა