დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 23 იანვარს, რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ნოვოპოკროვსკში, პარასკოვიევკასა და ჩასოვ იარში. რეგიონში კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კირილენკოს თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, დონეცკის ოლქში სულ მცირე 1319 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2979 კი დაშავდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.