დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
"19 თებერვალს, რუსებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ბახმუტში, ბოგდანოვკასა და ავდიივკაში. 1 ადამიანი დაშავდა", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის ცნობით, ერთ თვეზე მეტია, რაც დონბასში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბახმუტის მიმართულებით. მტერმა არაერთხელ დაბომბა დონეცკის რეგიონის დასახლებები, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.