logo
ENG



კიშინიოვის აეროპორტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

30 ივნ 202320:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/30/flatrn8ilqh9e7v.jpg

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის აეროპორტში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. როგორც შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია, კაცი დააკავეს.

აეროპორტიდან მოქალაქეები გაიყვანეს. ყველა რეისი გადაიდო. ადგილზე მისული იყო სპეცრაზმი, სპეცოპერაციის შემდეგ მსროლელი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების დროს თავდამსხმელი დაიჭრა, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი თურქეთიდან კიშინიოვში მიფრინავდა. მისი მოქალაქეობა და ვინაობა არ ზუსტდება.


close დახურვა