საქართველოს ხელისუფლება და სასამართლო კლანი ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სანქცირებული მოსამართლეები იმუქრებიან და ღია ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან. ლიდერის რანგში დღეს კვლავ ლევან მურუსიძე წარდგა. ხელისუფლების მორჩილი კლანი სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. მურუსიძემ ზუსტად გაიმეორა ის პროპაგანდისტული ხაზი, რაც წუხელვე წარმოადგინა კობახიძემ - თითქოს აქვს მტკიცებულებები და გამოაქვეყნებს. სწორედ ამ რიტორიკით იმუქრებოდა დღეს ქართული ოცნების მოსამართლე.
კლანის სანქცირებული მოსამართლეები
06 აპრ 202319:55
3 წუთის საკითხავი