თბილისში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღეს გამოვლენილი შემთხვევების დიდი ნაწილი სოფელ დიღომში აღნიშნულ დაბადების დღეს უკავშირდება.
ისინი 60 წლის ასაკს გადაცილებულები არიან.
"კლასელები იყვნენ, ოღონდ არა ახალგაზრდები", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
9 ინფიცირებული კლინიკებში გადაიყვანეს, მათი კონტაქტები იზოლაციაში არიან. მეთვალყურეობის ქვეშაა 80 ადამიანი.
დღეს, 22 სექტემბერს ახალი კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯამში, 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსი 3913 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1574 გამოჯანმრთელდა, 22 დაიღუპა. აქტიურია 2291 შემთხვევა.