logo
ENG



კლდიაშვილი: ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ

07 მაი 202417:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/hutz91hqozoqvf4.jpg

"ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ" - ამის შესახებ IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი წერს მას შემდეგ, რაც მას და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

"მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ და ვინც ნერვიულობთ ჩემზე. ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, არაფერი მჭირს.

შვედეთის საელჩოსთან, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ჟურნალისტებს, კამერების წინ, თავს დაგვესხა უცნობი პირი.

ყველაფერი კარგად არის და იქნება, ამ პროვოკაციებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მხოლოდ თავიანთ თავს ავნებენ.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!", - წერს გიორგი კლდიაშვილი. 

შვედეთის საელჩოსთან IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს უცნობი პირი თავს დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათზე თავდამსხმელი რეზო ვაშაყმაძეა. 

ის შვედეთის საელჩოსთან კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს თავს მაშინ დაესხა, როდესაც კლდიაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

ვაშაყმაძემ კლდიაშვილს, ფორმულას მძღოლსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ის მანქანით იმყოფებოდა და ხელში მინის ბოთლი ეჭირა. ვაშაყმაძე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეზო ვაშაყმაძე ქართული ოცნების ერთ-ერთი შემომწირველია.


close დახურვა