დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას მხარს დაუჭერს მოქმედებით და არამხოლოდ სიტყვებით.
"გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არამხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კლევერლის თქმით, მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის, რადგან სიტყვები რუსული რაკეტების წინააღმდეგ ვერ იმოქმედებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვას კონკრეტულ მხარდაჭერას უწევს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში დღეს ჩავიდა. მან უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს სასწრაფო დახმარების 24 მანქანას, 11 სპეცმანქანას, 6 ჯავშანმანქანას და ასევე 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსებას, რომელიც კლევერლის თქმით, უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.