logo
ENG



კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მადრიდში დემონსტრაციები მიმდინარეობს

15 დეკ 201914:08
3 წუთის საკითხავი
 
jiz9mnq01mut5zi.jpg

კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს ესპანეთის დედაქალაქში. აქციები  გაეროს კლიმატის სამიტის პარალელურად მოეწყო. გარემოს მცველებმა იმ შენობასთან, სადაც სამიტის მონაწილეები არიან შეკრებილნი, ნაკელი მიიტანეს. მათი თქმით, ამ გზით სურდათ იმედგაცრუება გამოეხატათ იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო ლიდერებმა ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

გარემოს დამცველები შეიჭრნენ ამსტერდამის აეროპორტშიც. „სხიფოლის" მთავარი დარბაზიდან დემონსტრანტები პოლიციელებმა გამოიყვანეს.

აქცია ავსტრალიაშიც გაიმართა. სიდნეის ოპერის შენობასთან საგანგებო ფორმებში გამოწყობილმა აქტივისტებმა წარმოდგენა დადგეს. 


close დახურვა