კლინიკა მედინას 10-მდე მედ პერსონალი თვითიზოლაციასა და კარანტინში გადაიყვანეს. ამის მიზეზი კლინიკაში ხელვაჩაურის სასწრაფო დახმარების მიერ მიყვანილი ერთ-ერთი პაციენტია, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკაში შეყვანამდე პაციენტს არ აღენიშნებოდა კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომები, მას ჰქონდა მუცლის ტკივილი, ტემპერატურა კი დაუფიქსირდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში მიიყვანეს. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ შუახნის ქალი ბათუმში კოვიდის მიმღებ კლინიკა, მედალფაში გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც კლინიკა მედინას წარმომადგენელი აცხადებს, პაციენტის გაწერის შემდეგ კლინიკა სათანადოდ დამუშავდა და ახლა ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
„პაციენტმა კლინიკაში მომართა ჩვენს ენდოსკოპისტს შემოსვლისთანავე შეკრებილი ანამნეზიდან კომპიუტერული ტომოგრაფიიდან გამომდინარე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია და გადაყვანილი იქნა პროფილურ კლინიკაში ეჭვი მაშინვე იქნა მიტანილი კოვიდ ინფექციაზე. გაწერისთანავე კლინიკა დამუშავდა სათანადოდ და ახლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 10-მდე მედპერსონალია კარანტინში“,-აცხადებს კლინიკის წარმომადგენელი.
შეახსენებთ, ამ მონაცემებით ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსის 195 შემთხვევა ფიქსირდება აქედან გამოჯანმრთელებულია 39 პირი, გარდაცვლილია - 2.